ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნატოს გავლენის გაფართოების მცდელობა კავკასიას სტაბილურობას ვერ შემატებს — პესკოვი

19 მარტი, 2024 • 1186
ნატოს გავლენის გაფართოების მცდელობა კავკასიას სტაბილურობას ვერ შემატებს — პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სამდღიან ტურს სამხრეთ კავკასიაში და განაცხადა, რომ ნატოს მცდელობა, გააფართოოს თავისი ყოფნა კავკასიაში, „შეუიარაღებელი თვალითაც შეინიშნება“. პესკოვის თქმით, ალიანსის მსგავსი ქმედებები რეგიონს სტაბილურობას ვერ შემატებს.

„ნატოს ზოგადი მისწრაფებები კავკასიაში ყოფნის გაფართოების შესახებ ჩვენთვის კარგად არის ცნობილი და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ფაქტობრივად, ნატოს მცდელობებმა, როგორმე გააფართოოს თავისი გავლენა და ყოფნა რეგიონში, ნაკლებად სავარაუდოა, სტაბილურობა შემატოს კავკასიას“ ,— განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დღეს, 19 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.

პესკოვმა ისიც აღნიშნა, რომ კავკასიის ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება მსგავსი სახის კონტაქტებზე. მისივე თქმით, რუსეთი ყურადღებით ადევნებს თვალს სიტუაციას, თუმცა აპირებს ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე ყურადღების გამახვილებას.


ნატოს გენერალური მდივანი სამხრეთ კავკასიაში სამდღიან ტურს მართავს. ის 17 მარტს ჩავიდა აზერბაიჯანში, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. 18 მარტს სტოლტენბერგი თბილისს ეწვია, სადაც საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. 19 მარტს კი ნატოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრა სომხეთში გამართა, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი