ახალი ამბები

მთავრობამ საპატრიარქოს სასწავლებლებს დამატებით 35 მლნ ლარი გამოუყო

18 მარტი, 2024 • 1030
მთავრობამ საპატრიარქოს სასწავლებლებს დამატებით 35 მლნ ლარი გამოუყო

მთავრობა საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებას 35 მილიონი ლარით დაეხმარება.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარი მიმართოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებაზე.

დახმარების მიმღებთა შორის არიან საპატრიარქოს დაფუძნებული სკოლები, თბილისისა სასულიერო აკადემია და სემინარია, ახალგაზრდული სახლი, საპატრიარქოს განათლებისა და კულტურული ღონისძიებების განვითარების ფონდი და სხვა.

პრემიერ-მინისტრის განკარგულება 15 მარტით არის დათარიღებული.

საქართველოდსმართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, კონკორდატის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასევე ფინანსდება 25 მილიონი ლარით.

გარდა ამისა, მართლმადიდებელი ეკლესია სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან რეგულარულად იღებს სხვადასხვა ტიპის ქონებას, იქნება ეს მიწები, შენობა-ნაგებობები თუ ფულადი თანხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი