მატერებლის სამგზავრო ბილეთების შეძენა მალე ,,PAYBOX’’-ის გადახდის აპარატების საშუალებით იქნება შესაძლებელი. ,,საქართველოს რკინიგზის’’ ინფორმაციით, ეს სერვისი ახლა საცდელ რეჟიმშია.
ამჟამად მგზავრებს 68 საბილეთო სალარო ემსახურება. საქართველოს დიდ ქალაქებში ბილეთები ტურისტულ სააგანტოებშიც იყიდება, მათი შეძენა ინტერნეტითაც შეიძლება.
2010 წლის გაზაფხულის სეზონზე, „საქართველოს რკინიგზა“ 1 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა, საიდანაც შემოსავალმა 6 მილიონ ლარს გადააჭარბა.