ახალი ამბები

სააკაშვილის მოწონება რომ მჭირდებოდეს, მის პარტიაში ვიქნებოდი – გვარამია 

14 მარტი, 2024 • 2093
სააკაშვილის მოწონება რომ მჭირდებოდეს, მის პარტიაში ვიქნებოდი – გვარამია 

“მე მიშა სააკაშვილის მოწონება რომ მჭირდებოდეს, მის პარტიაში ვიქნებოდი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ 14 მარტს.

გვარამიამ, რომელმაც ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად პარტია “ახალი” დააფუძნა, ნაციონალურ მოძრაობასა და სააკაშვილზე სწორედ მელიასთან ერთად ისაუბრა ინგა გრიგოლიას გადაცემაში “რეაქცია”.

“მე არავისთვის არ მიღალატია.  მიშაზე თუა საუბარი, ის ჩემი მეგობარია და ასეთად დარჩება.  არასოდეს არ გადავკვეთ წითელ ხაზებს –  ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა და იქიდან რას მივიღებ, ამაზეც არ არის დამოკიდებული.  პასუხის გაცემის რეჟიმსაც გამოვრიცხავ, რაც არ უნდა მოხდეს იქიდან[ ნაციონალური მოძრაობიდან].

მე მიშა სააკაშვილის მოწონება რომ მჭირდებოდეს, მის პარტიაში ვიქნებოდი. ილუზია რატომ უნდა მქონდეს, რომ მიშა სააკაშვილი მხარს დამიჭერს ან მომიწონებს, როცა მისი პარტიის პოლიტიკური კონკურენტი შეიქმნა? ეს ხომ ბუნებრივი მოვლენაა? სააკაშვილის გამტყუნებაც არ შეიძლება”, – განაცხადა გვარამიამ.


„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთად, 11 მარტს, პარტიის „ახალი“ პრეზენტაცია გამართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი