ახალი ამბები

საქართველოში 83% ამბობს, რომ ქვეყნის დასაცავად იბძოლებს — Gallup-ის კვლევა

13 მარტი, 2024 • 1912
საქართველოში 83% ამბობს, რომ ქვეყნის დასაცავად იბძოლებს — Gallup-ის კვლევა

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Gallup international-ის ახალი კვლევით, საქართველო იმ ქვეყნების ხუთეულში მოხვდა, რომლის ყველაზე მეტი მოქალაქეც აცხადებს, რომ მზადაა იბრძოლოს, თუ ქვეყანაში ომი იქნება.

კვლევის ავტორების განცხადებით, ხუთეული ასე განაწილდა:

  • სომხეთი — 96%;
  • საუდის არაბეთი — 94%;
  • აზერბაიჯანი — 88%;
  • პაკისტანი — 86%;
  • საქართველო — 83%.

ხოლო იმ ქვეყნებს შორის, სადაც ომის შემთხვევაში ყველაზე მეტი ადამიანი აცხადებს, რომ თავად არ იბრძოლებს, მოხვდა:

  • იტალია — 78%;
    ავსტრია — 62%;
  • გერმანია — 57%;
  • ნიგერია — 54%;
  • ესპანეთი — 53%.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კვლევის ფარგლებში, ჯამში, 46 138 ადამიანი გამოიკითხა და თითოეული ქვეყნიდან  ინტერვიუერთა რეპრეზენატატული რაოდენობა იქნა შერჩეული.

გამოკითხვა 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში ჩატარდა პირისპირი, სატელეფონო ან ონლაინ ინტერვიუს სახით. Gallup international-ის თქმით, კვლევის ცდომილების ზღვარი არის 3-5%.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი