ახალი ამბები

პენტაგონმა დაზვერვის ოფიცრის წიგნი დააცენზურა

27 სექტემბერი, 2010 •
პენტაგონმა დაზვერვის ოფიცრის წიგნი დააცენზურა

 პენტაგონმა დაზვერვის ოფიცრის ენტონი შაფერის მიერ დაწერილი წიგნის “Operation Dark Heart” –ის 10 ათასი ეგზემპლარი გაყიდნაში ჩაშვებამდე ამოიღო სტამბიდან და გაანადგურა.

 პრესსამსახურის განცხადებით, წიგნი შეიცავდა ისეთ დეტალებს, რომლის გამჟღავნებაც საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. წიგნი ავღანეთის ოპერაციებს და ამერიკის სტრატეგიას ეხება.

 საინფორმაციო სააგენტო telegraph.co.uk ინფორმაციით, პენტაგონმა ცენზურის საშუალებით წიგნში საფრთხისშემცველი ნაწილები ამოიღო და ავტორს ახალი ვერსიის გამოშვების ნება დართო.

 განადგურებული წიგნის რამდენიმე ელექტრონული ვერსია ინტერნეტში მაინც გავრცელდა და მისი შეძენისთვის მყიდველს 2000 დოლარის გადახდა მოუწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი