ახალი ამბები

მოსკოვში დააკავეს სტუდენტი, რომელმაც საკუთარ WIFI-ს „დიდება უკრაინას“ დააწერა

10 მარტი, 2024 •
მოსკოვში დააკავეს სტუდენტი, რომელმაც საკუთარ WIFI-ს „დიდება უკრაინას“ დააწერა

რუსეთში დააკავეს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელმაც საკუთარ WIFI-ს „დიდება უკრაინას“ (Slava Ukraini) დაარქვა.

როგორც BBC წერს, მოსკოვის სასამართლომ ახალგაზრდა „ექსტრემისტული ორგანიზაციის სიმბოლიკის გავრცელებაში“ დამნაშავედ ცნო და ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გამოცემა წერს, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი პოლიციამ ოთხშაბათს დააკავა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულს ასევე ჩამოერთვა WIFI სიგნალის გადამცემი, ე.წ. როუტერი.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ცნობით, მხოლოდ გასულ წელს რუსეთში მოქმედი რეპრესიული კანონმდებლობა 21 000 ადამიანს შეეხო, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას აპროტესტებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი