საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა პარიზში მიმდინარე ეტლით მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

ირმა ხეცურიანი, ნინა თაბილაშვილი და გვანცა ზადილშვილი ნახევარ-ფინალში დამარცხდნენ პოლონეთის ნაკრებთან – ანგარიშით 43:45, ამ გზით, ისინი ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ, თუმცა შეძლეს მოეპოვებინათ ბრინჯაოს მედალი.

იქამდე, ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობის ინდივიდუალურ შეჯიბრში მოიპოვეს ვერცხლის მედლები.

ირმა ხეცურიანი ფინალში იტალიელ როსინა პასკუინოსთან დამარცდა ანგარიშით – 15:9, ნინა თიბილაშვილი კი, პოლონელ კინგა დროჟდთან ანგარიშით – 15:7.