ახალი ამბები

ეს ჩემი ბოლო არჩევნებია – ერდოღანი

9 მარტი, 2024 • 1184
ეს ჩემი ბოლო არჩევნებია – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ თურქეთში 31 მარტს დაგეგმილი არჩევნები მისთვის ბოლო იქნება. ინფორმაციას სააგენტო “როიტერსი” თურქეთის სამთავრობო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერდოღანი თანამედროვე თურქეთის ყველაზე წარმატებულ პოლიტიკოსად ითვლება, რამდენადაც უკვე 20 წელზე მეტია, ქვეყანას მართავს. მას არაერთი არჩევნები აქვს მოგებული. 2023 წლის მაისში ისევ მორიგჯერ იქნა არჩეული პრეზიდენტად 5 წლის ვადით.

“ეს ჩემთვის ბოლოა. მანდატით, რომელსაც კანონი მანიჭებს, ეს ჩემი ბოლო არჩევნებია”, – თქვა ერდოღანმა ადგილობრივ სამთავრობო მედიასთან და დაამატა, – “შედეგი, რაც დადგება, მემკვიდრეობით გადაეცემათ ჩემს დებსა და ძმებს, ვინც ჩემ შემდეგ მოვა”.

ერდოღანი 70 წლისაა. 2014 წელს ის თურქეთის მეთორმეტე პრეზიდენტი გახდა. პრეზიდენტობამდე იკავებდა თურქეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს. კიდევ უფრო ადრე კი სტამბოლის მერი იყო 1994-დან 1998 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი