ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ მის მიმართ „გასაფრთხილებლად გაისროლეს“.
„სალონში ვარ ყაზბეგზე. ისროლეს სანადირო თოფით! ჩემი მეგობრის ფეხთან დავარდა ტყვია!“, — დაწერა კილაძემ Facebook-ზე.
ჟურნალისტი ინდიცენტს უკავშირებს მის მიერ ნარკოტიკების გამსაღებლების მხილებას და ამბობს, რომ ვერ შეაშინებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.