ახალი ამბები

გარემოს დაბინძურება მკაცრად დაისჯება

28 სექტემბერი, 2010 • • 1095
გარემოს დაბინძურება მკაცრად დაისჯება

27 სექტემბრიდან, დასუფთავების წესის დამრღვევები მკაცრად დაისჯებიან, განაცხადა გოგა ხაჩიძემ,გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ბრიფინგზე,24 სექტემბერს.

ადმინისტრაციული კოდექსის 146-ე მუხლის თანახმად, დასუფთავების წესის დარღვევა ფიზიკურ პირზე 200 ლარიან, იურიდიულ პირზე კი -1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

“ორშაბათიდან გარემოს დაცვის ინსპექცია დაიწყებს ამ კანონის მკაცრად აღსრულებას, არ იქნება არანაირი გამონაკლისები, განხორციელდება უფრო მკაცრი ადმინისტრირება სხვა სამართლადამცავ ორგანოებთან თანამშრობლობით. მოსახლეობას მოვუწოდებ, დაიცვან არსებული კანონი.” განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

დასუფთავების წესების დარღვევაზე კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გაძლიერდება.

„საქართველოს ყველა რეგიონში გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლების მიერ ძალიან მკაცრად გაკონტროლდება ადმინისტრაციული კანონით გათვალისწინებული წესების დარვევა,“ -განაცხადა გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსმა ლევან მხეიძემ.

განმეორებით შემთხევაში, გარემოს დაბინძურება,  ფიზიკური პირის 500 ლარით, იურიდიული პირის კი – 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი