ახალი ამბები

ილია თოფურია ესპანეთის მოქალაქე გახდა

5 მარტი, 2024 • 1564
ილია თოფურია ესპანეთის მოქალაქე გახდა

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ესპანეთის მოქალაქე გახდა.

ესპანური გამოცემა „მარკას“ ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ პროფესიული განათლებისა და სპორტის მინისტრმა პილარ ალეგრიამ დაადასტურა.

წარმოშობით ქართველი ილია თოფურია 15 წელია ესპანეთში ცხოვრობს და როგორც საქართველოს, ისე ესპანეთის დროშებით ასპარეზობს.

UFC-ის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, 27 თებერვალს, თოფურია ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესმა მიიღო. თოფურიამ თქვა, რომ მისი ოცნება ესპანეთის მოქალაქეობის მიღება იყო და პრემიერთან სწორედ ეს თხოვნა ჰქონდა.

იმ შემთხვაში, თუ ესპანეთის მოქალაქეობის მოპოვებამდე ილია თოფურიას საქართველოს სახელმწიფოსგან არ აქვს თანხმობა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, ის დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას.

საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, უფლება აქვს, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს ქართულ მხარეს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.

ილია თოფურია პირველი ქართველია, რომელმაც UFC-ში საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. თოფურიამ მეორე რაუნდში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი