ახალი ამბები

საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნები 12%-ით შემცირდა

3 მარტი, 2024 • 1534
საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნები 12%-ით შემცირდა

2023 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში (+ნორვეგია და შვეიცარია) თავშესაფრის მოთხოვნით 25 209 განაცხადი შეიტანეს, რაც 12%-ით ნაკლებია 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელთან (28 803) შედარებით.

თავშესაფრის განაცხადები 2015-2023 წლებში. წყარო: EUAA

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) უახლესი ანგარიშის თანახმად, განხილული განაცხადებიდან 96% არ დაკმაყოფილდა, ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ 2%-მა მიიღო და დამატებითი დაცვა — 2%-მა.

2023 წელს EU+-მა მიიღო 1.1 მილიონი თავშესაფრის განაცხადი, რაც 2022 წელთან შედარებით 18%-ით მეტია და 2015-16 წლების საემიგრაციო კრიზისის ჰგავს. თავშესაფარს ყველაზე ხშირად სირიელები ითხოვენ — 2023 წელს მათ შეიტანეს 38%-ით მეტი განაცხადი (181 000) წინა წელთან შედარებით. მეორე ადგილზე კვლავ ავღანელები არიან, თუმცა კლების ტენდენცია სახეზეა და 2023 წელს მათ 11%-ით ნაკლები ნაკლები განაცხადი შეიტანეს, ვიდრე ვიდრე 2022 წელს.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის თავშესაფრისთვის ყველაზე ხშირად გერმანიას მიმართავენ.

2023 წლის ბოლოს, ევროკავშირში+ დროებითი დაცვის დაახლოებით 4,4 მილიონი ბენეფიციარი იყო, რომლებმაც დატოვეს უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტ უკრაინელ ბენეფიციარს ჩეხეთმა უმასპინძლა, შემდეგ მოდის ბულგარეთი, ესტონეთი, ლიეტუვა და პოლონეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი