ახალი ამბებირეკლამა

INGCO – ხელსაწყოების წამყვანი ბრენდი

29 თებერვალი, 2024 • 589
INGCO – ხელსაწყოების წამყვანი ბრენდი

სამუშაო ხელსაწყოები და ინსტრუმენტები გადამწყვეტ როლს ასრულებს უსაფრთხო და მშვიდი საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს შექმნაში. ისინი ხელს უწყობენ მრავალი სხვადასხვა ტიპის დაზიანებისა და ავარიების პრევენციას. ეს კი მნიშვნელოვნად ამარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

სამუშაო ხელსაწყოების მაღაზია “ინგკო” მრავალი სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტსა და მოწყობილობას გთავაზობთ თქვენი სახლისა და ეზოსთვის.

მაღაზიის კატალოგში შემდეგი ტიპის პროდუქტები შედის:

  • ყველაფერი ბაღის მოსავლელადბაღის მოტო-ელექტრო ხელსაწყოები, სარწყავი საშუალებები;
  • ელექტრო პროდუქციასაიზოლაციო ლენტი, საკაბელო ცალუღი, ნათურები და სანათები;
  • ელექტრო დანადგარები და ხელსაწყოებისაამქრო დანადგარები, ჰაერის კომპრესორი, შედუღების აპარატები;
  • ხესა და ლითონზე სამუშაო ინსტრუმენტებიგირაგები, სტეპლერი და წებოს თოფი, ჩაქუჩები, ბრტყელტუჩები, მკვნეტარები და გრძელტუჩები, ლითონზე და პლასტმასაზე სამუშაო მაკრატლები, მოსაჭიმები, ქლიბები, ხერხები, ხელის ზუმფარები და პირები, სახრახნისები.
  • სამღებრო და სალესი ხელსაწყოებისამღებრო დანები, სამართებლები, საფხეკები, ლილვაკები, ფუნჯები, ჭურჭელი, სილიკონის თოფები და ქაფჩები;
  • ხელსაწყოების აქსესუარები და სახარჯი მასალააბრაზივები,  საჭრელი დისკები, ბეწვახერხისა და ელექტრო ხრახნდამჭერის პირები, კომპრესორის აქსესუარები, სატეხი და სახეხი პირები, წებოს თოფის ტყვიები, წნევით სარეცხი დანადგარებისა და შედუღების აპარატის აქსესუარები;
  • საზომი ხელსაწყოებიდენის საზომი ხელსაწყოები, დეტექტორები, თარაზო, ნიველირი, საზომი რულეტები, სანიშნი ხელსაწყოები, ხელის საზომი ინსტრუმენტები;
  • სპეციალური ტანსაცმელი და უსაფრთხოებასამუშაო ტანსაცმელი, უსაფრთხოების ქამრები, ჩაფხუტები და ნიღბები, ჟილეტები, ფეხსაცმელები, რეზინი ჩექმები, სათვალეები, ქურთუკები და სპეც. ხელთათმანი;
  • ყველაფერი ავტომობილისთვის – ავტომობილის დამტენი მოწყობილობები, ინდუსტრიული მტვერსასრუტი, საპოხი საშუალებები, მაღალი წნევით სარეცხი დანადგარები, ჰიდრავლიკური ამწეები;
  • სამაგრები და შესანახი ყუთებიანკერები, დამჭიმები, მოქლონები, ტენტები, ფოლადის ცალუღები, შურუპები და თვითმჭრელები, ყუთები და ჩანთები ხელსაწყოებისთვის.

სამუშაო ხელსაწყოების მაღაზია „ინგკო“ მოცემული პროდუქტების ფართო არჩევანს გთავაზობთ. პროდუქტები მაღალი ხარისხითა და მოსახერხებელი დიზაინით გამოირჩევა.

პროდუქტების შესარჩევად ეწვიეთ „ნოვას“ ჰიპერმარკეტებს ან შეიძინეთ პროდუქტები „ინგკოს“ ოფიციალურ ვებსაიტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი