ისრაელი გეგმავს, უკრაინას სარაკეტო და დრონების იერიშის წინასწარი გაფრთხილების სისტემები გადასცეს, განაცხადა 26 თებერვალს გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა.
„ისრაელი მუშაობს უკრაინისთვის წინასწარი გაფრთხილების სისტემების გადაცემაზე, რათა გადავარჩინოთ მშვიდობიანი მოქალაქეები რუსეთის თავდასხმებისგან. მოგვიწია, ამ სფეროში ექსპერტები გავმხდარიყავით, და მზად ვართ, გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა უკრაინელ მეგობრებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ“, – ციტირებს ელჩს უკრაინული „ინტერფაქსი“.
რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ისრაელი სიფრთხილეს იჩენდა და უკრაინას ან ჰუმანიტარულად ეხმარებოდა, ან მხოლოდ თავდაცვით იარაღს უგზავნიდა.