ახალი ამბები

რუსეთმა ოდესა დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

23 თებერვალი, 2024 • 973
რუსეთმა ოდესა დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის უდიდესი საპორტო ქალაქი, ოდესა დაბომბეს.

„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ერთ-ერთი დრონი ზღვისპირა ზონაში, საწარმოს ტერიტორიაზე დაეცა, რასაც ხანძარი და ნგრევა მოჰყვა. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

„მტერმა შეუტია ოდესის ოლქს “შაჰედის” ტიპის დრონებით. ასევე, ტაქტიკური და სტრატეგიული ავიაციით – Х-31 და Х-22 ტიპის რაკეტებით, რომლებმაც ბრძოლისუნარიანობა ჰაერშივე დაკარგეს“, – აცხადებენ უკრაინის სამხრეთის დაცვის ძალებში.

რუსეთი რეგულარულად ბომბავს უკრაინულ ქალაქებსა და სამოქალაქო ობიექტებს როგორც ირანული წარმოების „შაჰედებით“, ასევე სხვა შეიარაღებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი