ახალი ამბები

ნადეჟდინს რეგისტრაციაზე უარი რუსეთის უზენაესმა სასამართლომაც უთხრა

22 თებერვალი, 2024 •
ნადეჟდინს რეგისტრაციაზე უარი რუსეთის უზენაესმა სასამართლომაც უთხრა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პუტინის ოპონენტის, ბორის ნადეჟდინის სარჩელი. ნადეჟდინი ასაჩივრებდა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, არ დაარეგისტრიროს იგი, როგორც საარჩევნო კანდიდატი ქვეყნის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. 

საპასუხოდ ნადეჟდინმა განაცხადა, რომ არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და  გაასაჩივრებს ხუთი დღის ვადაში. 

ბორის ნადეჟდინი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატობის ერთადერთი მსურველია, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის ომს უკრაინაში. 

8 თებერვალს რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბორის ნადეჟდინის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების საკითხს მხარი არ დაუჭირა. კომისიის ინფორმაციით, ნადეჟდინის მხარდამჭერი 104 734 ხელმოწერა მიიღეს. 60 000 ხელმოწერის შემოწმების შემდეგ 9 147 ხელმოწერა უვარგისად გამოაცხადეს. 



მასალების გადაბეჭდვის წესი