ახალი ამბები

ირინა ლობჟანიძის დასახმარებლად კონცერტი და აუქციონი გაიმართება

21 თებერვალი, 2024 • 674
ირინა ლობჟანიძის დასახმარებლად კონცერტი და აუქციონი გაიმართება

მეგობრების ჯგუფი 22 თებერვალს, 20 საათზე, თბილისში, „მწერლების ბარში“ აწყობს საქველმოქმედო კონცერტსა და აუქციონს მწერალ გიორგი ლობჟანიძის მეუღლის, ირინა ლობჟანიძის დასახმარებლად.

ღონისძიების ორგანიზატორთა ცნობით, ირინას ესაჭიროება ძვირადღირებული ოპერაცია და თანხები სასწრაფოდაა შესაგროვებელი.

ირინა ლობჟანიძე მძიმე სენს ამ დროისათვის თურქეთში, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში ებრძვის.

კონცერტზე იმღერებენ: ბაჩო ჯიქიძე, ალექსანდრე ხარანაული, თამადა, ლექსო რატიანი.

აუქციონზე წარმოდგენილი იქნება ქართველ მხატვართა ნამუშევრები, სამკაულები, სხვადასხვა საინტერესო ნივთი.

აუქციონს წაიყვანს ანა კორძაია-სამადაშვილი

ბილეთის ღირებულება 20 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი