ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სამი პირი 2006 წელს ქართული სპეცსამსახურების დავალებით ტერაქტებს ამზადებდა” – ცხინვალი

20 თებერვალი, 2024 • 1408
“სამი პირი 2006 წელს ქართული სპეცსამსახურების დავალებით ტერაქტებს ამზადებდა” – ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ დაუსწრებლად მიიღო გადაწყვეტილება სამი ადგილობრივი მოქალაქის [გიორგი გოგიჩაევი, ალან ქარქუსოვი და  იანიკ ქარქუსოვი] მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე და მათზე ძებნა გამოაცხადა.

ცხინვალის ცნობით, საუბარია 2006 წლის აპრილში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩადენილ რიგ ტერორისტულ დანაშაულებზე საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით, ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ.

ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს ჯგუფურ ექსტრემიზმში -წინასწარ განზრახ იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა და გადატანაში.

ორ მათგანს 19 წლით, ერთს კი, რომელიც ორგანიზატორად ცნეს – 22 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს

მასალების გადაბეჭდვის წესი