ახალი ამბები

ევროკომისარი: „თუ 2030-თვის საქართველო პირობებს დააკმაყოფილებს, უნდა მივიღოთ EU-ში“

20 თებერვალი, 2024 • 591
ევროკომისარი: „თუ 2030-თვის საქართველო პირობებს დააკმაყოფილებს, უნდა მივიღოთ EU-ში“

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს საქართველო თავის რიგებში, თუ 2030 წელს თბილისი დააკმაყოფილებს წევრობისთვის აუცილებელ მოთხოვნებს.

„არის ცხადი პირობები წევრობისთვის. წევრი მხოლოდ მაშინ გახდები, თუ ამ პირობებს შეასრულებ. თუ საქართველო დააკმაყოფილებს მაგ პირობებს 2030-სთვის, მაშინ საქართველოც უნდა გახდეს წევრი. ეს ორმხრივი გზაა. თუ კანდიდატი ქვეყანა აღწევს შედეგს, ევროკავშირმა ამას უნდა უპასუხოს“, – უპასუხა ვარჰეიმ „ტვ იმედის“ კითხვას ევროკავშირის მზადყოფნაზე, 2030 წლისთვის [შარლ მიშელის დასახელებული თარიღი] გაფართოვდეს.

„იმედის“ კითხვას, – როდის გაიხსნება ევროკავშირის კარი საქართველოსთვის, – მან უპასუხა, რომ კარი ღიაა, ხოლო ჟურნალისტის რეპლიკას, – „[როდის გაიღება კარი] არა თეორიულად, არამედ რეალურ ცხოვრებაში“, – უპასუხა ჟოზეფ ბორელმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

„კარი ღიაა. უნდა გაიარო კარში. ესაა დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესი, რეფორმებია გასატარებელი. ნუ ეძებთ კატის მეხუთე ფეხს [გამოთქმა, რომელიც ნიშნავს, რომ ვინმე საკითხის ზედმეტად გართულებას ცდილობს]“, – თქვა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი