მიუნხენში, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ინიციატივით, 17 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა.
ოფიციალური ცნობითვე, გაიმართა ასევე ორმხრივი შეხვედრა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშიანს შორის, სადაც, APA-ს ინფორმაციით, განიხილეს ურთიერთობების ნორმალიზება, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა და საზღვრის დელიმიტაცია.
“მათ განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი და რეგიონში მშვიდობისა სტაბილურობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ნაბიჯები. გადაწყდა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის გაგრძელება” ,- ციტირებენ სომხეთის მინისტრთა კაბინეტის განცხადებას სომხური გამოცემები.
“ამასთან, ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს დაევალათ, უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ შეხვდნენ და აწარმოონ მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე”, – წერს სომხური მედია.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ დრომდე არ არის ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება, რომელზეც მხარეები 2023 წლის შემოდგომიდან მუშაობენ.