ახალი ამბები

გერმანიამ და უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

16 თებერვალი, 2024 • 1424
გერმანიამ და უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და გერმანიამ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ბერლინში ვიზიტის დროს, ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რაც უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ G7-ის დეკლარაციის გაგრძელებაა.

შეთანხმების ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

„ისტორიული ნაბიჯია. გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიული ომის წინააღმდეგ“, — დაწერა შოლცმა სოციალურ ქსელში.

G7-ის ჩარჩო-დეკლარაციას, ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებს ხელი მოეწერა ვილნიუსში, ნატოს სამიტის ფარგლებში. დეკლარაციის თანახმად, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე უზრუნველყოფენ უკრაინის თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას. ეს დოკუმენტი არ არის იურიდიულად სავალდებულო. ამ დროისთვის დეკლარაციის ფარგლებში გაფორმებულია ორმხრივი შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოსთან. ასევე, დაგეგმილია ხელშეკრულების გაფორმება საფრანგეთთან, სადაც ზელენსკი გერმანიაში შეხვედრების შემდეგ გაემგზავრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი