ახალი ამბები

ასაფეთქებელზე შეტყობინების გამო ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისი უკან მოაბრუნეს

14 თებერვალი, 2024 • 2853
ასაფეთქებელზე შეტყობინების გამო ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისი უკან მოაბრუნეს

დღეს, 14 თებერვალს, აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონის რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გახდა ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა გადაწყვეტილება მიიღო, ბორტი ქუთაისის აეროპორტში დაებრუნებინა.

ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი