ახალი ამბები

ვალერი ზალუჟნისა და კირილო ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭათ

9 თებერვალი, 2024 • 2217
ვალერი ზალუჟნისა და კირილო ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭათ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის.

„უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაში გამორჩეული პირადი დამსახურებებისთვის, ასევე, უკრაინელი ხალხისთვის თავგანწირული მსახურებისთვის, ვბრძანებ, უკრაინის გმირის წოდება მიენიჭოს ვალერი ზალუჟნის“, – ნათქვამია ზელენსკის ბრძანებაში.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ზალუჟნი თითქმის ორი წელი იკავებდა უკრაინის არმიის მთავარსარდლის პოსტს და უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფიგურად რჩება.

ზალუჟნისთან ერთად, ზელენსკიმ დააჯილდოვა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვიც.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ იგი 8 თებერვალს დაითხოვა თანამდებობიდან. ზალუჟნი ჩაანაცვლა ოლექსანდრ სირსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი