ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

NYT – მოსკოვი ფხენიანს სამხრეთ ოსეთში საბანკო ანგარიშს უხსნის?

6 თებერვალი, 2024 • 1477
NYT – მოსკოვი ფხენიანს სამხრეთ ოსეთში საბანკო ანგარიშს უხსნის?

New York Times აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით “რუსული საბანკო ანგარიში შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის შეიარაღების გარიგების გასაღები იყოს”, სადაც ნათქვამია, რომ მოსკოვი, შესაძლოა, ცდილობდეს ფხენიანის დახმარებას საერთაშორისო ფინანსურ სისტემასთან წვდომაში, რაკეტებისა და საბრძოლო მასალის სანაცვლოდ. 

ამასთან დაკავშირებით გამოცემა აშშ-ის მოკავშირე დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს. 

New York Times-ის წყაროს ცნობით, ახალი საბანკო ანგარიში გახსნილია სამხრეთ ოსეთში. 

“რუსეთმა შეძლო მილიონობით დოლარის ღირებულების აქტივების განბლოკვა და შესაძლოა, დაეხმაროს თავის იზოლირებულ მოკავშირეს საერთაშორისო საბანკო ქსელებზე წვდომაში. ეს დახმარება კი ჩრდილოეთ კორეის მიერ მოსკოვისთვის უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებელი იარაღის გადაცემის შემდეგ გაჩნდა”, – ციტირებს NYT წყაროებს.

გამოცემის ცნობითვე, გასულ თვეში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მოიპოვეს მტკიცებულება, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტები მიაწოდა, სანაცვლოდ კი სამხედრო ტექნიკას ითხოვდა. 

“ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის ანალიზის მიხედვით, როგორც ჩანს, ფხენიანმა გაგზავნა 2.5 მილიონამდე ვაზნა”.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, რუსეთმა განბლოკა 9 მილიონი დოლარი 30 მილიონიდან  ჩრდილოეთ კორეის გაყინულ აქტივებში, რომელიც რუსულ ფინანსურ ინსტიტუციაში ინახებოდა. მათი თქმით, ამ თანხას გაღატაკებული ჩრდილოეთ კორეა ნედლი ნავთობის შესაძენად გამოიყენებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი