ახალი ამბები

გომელაური: ამერიკელების დამსახურებაა, სანაპირო დაცვა რომ გვაქვს

5 თებერვალი, 2024 • 1053
გომელაური: ამერიკელების დამსახურებაა, სანაპირო დაცვა რომ გვაქვს

შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ შსს გააგრძელებს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, რომლებიც მილიონებს ხარჯავენ ქვეყნის დასახმარებლად.

ამის შესახებ გომელაურმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თქვა.

„მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებს, ასევე აშშ-ის იმ ოფისებს, რომლებიც წლებია, მილიონებს ხარჯავენ როგორც მწვანე საზღვარზე, ასევე სანაპირო დაცვაზე. დღეს რომ სანაპირო დაცვა გვაქვს ერთ-ერთ მაღალ დონეზე — 2008 წლის შემდეგ, როცა თითქმის გაგვინადგურეს ომის შედეგად, — არის ამერიკელების დამსახურება“, — განაცხადა გომელაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი