ახალი ამბები

შვილის გაუპატიურების ბრალდებით კაცი დააკავეს – შსს

5 თებერვალი, 2024 • 2037
შვილის გაუპატიურების ბრალდებით კაცი დააკავეს – შსს

შვილის გაუპატიურების ბრალდებით კაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა დასავლეთ საქართველოში, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც არასრულწოვანმა გოგონამ იმშობიარა. ნაყოფი დაიღუპა.

კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე პრიმა, 137-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაცია თავდაპირველად “რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი