ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შერიგების მინისტრი აფხაზებსა და ოსებს კვლავ სთავაზობს “უკეთესი მომავლის პერსპექტივას”

5 თებერვალი, 2024 •
შერიგების მინისტრი აფხაზებსა და ოსებს კვლავ სთავაზობს “უკეთესი მომავლის პერსპექტივას”

“გვაქვს ურყევი მზაობა, ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს შევთავაზოთ უკეთესი მომავლის პერსპექტივა”, – ამბობს შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი თეა ახვლედიანი პარლამენტში გამოსვლისას.

“ჩვენი ხედვა ახალი სამოქმედო გეგმების შემუშავებისა თუ სტრატეგიების ადაპტაციის პროცესში ითვალისწინებს სწრაფად ცვალებად რეალობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებსა და მიმდინარე საჭიროებებს, იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო ქმედითი, შედეგზე ორიენტირებული და ოპტიმალურ გზები გამოვნახოთ ახალი შესაძლებლობების განვითარებისთვის”, – აცხადებს ახვლედიანი.

მისივე თქმით, თვალსაჩინოა ქართული მხარის პროაქტიული მიდგომების ზეგავლენა – ყოველწლიურად იზრდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სამშვიდობო ინიციატივებსა და სახელმწიფოს მიერ მათთვის გახსნილ შესაძლებლობებში ჩართვის ინტერესს და სურვილს გამოთქვამს, რაც ქართული მხარის, საბოლოო მიზნის მიღწევის გზაზე უმთავრესი შედეგია.

მასალების გადაბეჭდვის წესი