ახალი ამბები

ბრეგაძე: 2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობები უფასოდ ჩანაცვლდება

5 თებერვალი, 2024 • 1113
ბრეგაძე: 2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობები უფასოდ ჩანაცვლდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, 2011 წლამდე გაცემულ ლამინირებულ პირადობის მოწმობებს მოქალაქეებს ახალი, ID ბარათებით უფასოდ ჩაუნაცველებენ.

ბრეგაძემ აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტში, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე, სამინისტროს 2024 წლის გეგმების შესახებ საუბრისას გააკეთა.

„2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება ახალი ელექტრონული მოწმობებით, რის შედეგადაც მოქალაქეები სწრაფად და შეუზღუდავად შეძლებენ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამ თემაზე წაიკითხეთ: რატომ იქნება პრობლემური ძველი პირადობების დაბრუნება არჩევნებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი