საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე დროებით აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყება მიზეზად რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს – ქარბუქსა და შეზღუდულ ხილვადობას ასახელებს.
უფრო კონკრეტულად, მოძრაობა აკრძალულია კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრიდან 110 კილომეტრამდე მონაკვეთზე. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.