ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი აღმოსავლეთ აფხაზეთში ტურიზმის განვითარებას ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს

1 თებერვალი, 2024 • 866
სოხუმი აღმოსავლეთ აფხაზეთში ტურიზმის განვითარებას ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს

29 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრი თეიმურაზ ხიშბა ოჩამჩირის რაიონს ესტუმრა ტურისტული პოტენციალის შესაფასებლად. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ტურიზმის სამინისტრო ავრცელებს. 

ინსპექტირებისას თემურაზ ხიშბას თან ახლდნენ ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის თავმდჯომარე ბესლან ბიგვავა, მისი მოადგილე არტიმონ გაბელია და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ასტამურ ბარციცი. 

როგორც რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები ამბობენ, ოჩამჩირეს ტურისტების მოზიდვის დიდი პოტენციალი აქვს. 

ოფიციალური ცნობითვე, დელეგაციამ სოხუმიდან დაათვალიერა სოფელი ოტაფის მიდამოები და გამოქვაბული. 

ტურიზმის [დე ფაქტო] მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს მომავალში სწორედ ეს მიმართულება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული დე ფაქტო სახელმწიფოს პოლიტიკისთვის. 

ამასთან, 31 იანვარს, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მიიღო ანგარიში ეკონომიკის მინისტრ კრისტინა ოზგანისგან, სადაც აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების 2023 წლის შედეგებია მოცემული. 

ბჟანიამ აღნიშნა, რომ პრიორიტეტული მიმართულებებია ტურიზმი, სუბტროპიკული სოფლის მეურნეობა, სატრანსპორტო ქსელის განვითარება და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი მრეწველობა. 

ეს არის არის პირველი შემთხვევა, როდესაც დე ფაქტო ხელისუფლება აღმოსვლეთ აფხაზეთის [მათ შორის გალის რაიონის] ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე საუბრობს. 

ამავე თემაზე: 

გალი, როგორც ახალი ტურისტული რეგიონი აფხაზეთში | DRI

მასალების გადაბეჭდვის წესი