რუსულენოვანი პროგრამების რაოდენობა სომხეთის საზოგადოებრივ ეთერში მკვეთრად შემცირდა უკანასკნელი წლების განმავლობაში. ამის შესახებ სომხეთის რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარემ ტიგრან აკოფიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დღეს სომხეთში საზოგადოებრივი მულტიპლექსის საშუალებით რეტრანსლირდება რუსეთის პირველი არხი, “კულტურა” და РТР-პლანეტა. ასევე მაუწყებლობს ტელეკომპანია “Мир”, რომლის სათავო ოფისი მოსკოვშია.