ახალი ამბები

ისტორიაში პირველად, ქალმა მწვრთნელმა გერმანიის ბუნდესლიგის გუნდს უხელმძღვანელა

30 იანვარი, 2024 • 1308
ისტორიაში პირველად, ქალმა მწვრთნელმა გერმანიის ბუნდესლიგის გუნდს უხელმძღვანელა

გერმანელი მწვრთნელი, მარი-ლუიზე ეტა გახდა პირველი ქალი მწვრთნელი, რომელიც გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატში, ბუნდესლიგაში, კაცთა გუნდს მთავარი მწვრთნელის რანგში გაუძღვა.

32 წლის ეტა აქამდე მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, თუმცა დროებით ჩაანაცვლა „უნიონ ბერლინის“ მთავარი მწვრთნელი ნენად ბელიჩა, რომელიც სამი მატჩით არის დიკსვალიფიცირებული.

ეტას ხელმძღვანელობით „უნიონ ბერლინმა“ „დარმშტადტის“ წინააღმდეგ მინიმალური გამარჯვება მოიპოვა და გასავარდნ ზონას ხუთი ქულით გაუსწრო.

ეტამ, რომელიც თავად იყო პროფესიონალი ფეხბურთელი, კარიერა 2018 წელს დაასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ ქალთა ფეხბურთში კაცები აქტიურად მონაწილეობენ, – მაგალითად, არაერთი გუნდის მწვრთნელი კაცია, – ქალები კაცთა ფეხბურთში თითქმის არ არიან წარმოდგენილნი არც მწვრთნელების და არც მსაჯების რანგში.


გარეკანის ფოტო: © EPA-EFE/HANNIBAL HANSCHKE

მასალების გადაბეჭდვის წესი