ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“გავაფორმეთ მრავალმილიარდიანი ხელშეკრულებები შეიარაღების შესყიდვაზე”- ფაშინიანი

29 იანვარი, 2024 • 1054
“გავაფორმეთ მრავალმილიარდიანი ხელშეკრულებები შეიარაღების შესყიდვაზე”- ფაშინიანი
“სომხეთს თავდაცვის სფეროს დივერსიფიკაცია სჭირდება და ამ მიმართულებით მუშაობს”,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არმიის დღეს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“თავდაცვაზე და უსაფრთხოების სისტემებზე ფესვგადგმულმა წარმოდგენებმა ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანა. სომხეთს არ აქვს სხვა არჩევანი თავდაცვის სფეროს დივერსიფიცირების გარდა და ამიტომ ამ მიმართულებით მივდივართ, თანამედროვე შეიარაღების შესყიდვის მიმართულებით. ჩვენ უკვე გავაფორმეთ მრავალმილიარდიანი ხელშეკრულებები შეიარაღების შესყიდვაზე”, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

თავდაცვის სფეროს დივერსიფიცირებაზე განცხადება გააკეთა, ასევე, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა.

“გამოცდილებამ აჩვენა, რომ როგორი მაღალი სულისკვეთებაც არ უნდა ჰქონდეთ ჯარისკაცებს – უპირობოდ ემსახურონ სამშობლოს, თანამედროვე იარაღის გარეშე შეუძლებელია ძლიერი და ბრძოლისუნარიანი არმიის ყოლა. ჩვენ შევძელით სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაფართოება, ახალი პარტნიორების მოძებნა და ხელშესახები ნაბიჯების გადადგმა შეიარაღების დივერსიფიციების მიმართულებით, რაც დაგვეხმარება ჩამოვაყალიბოთ უფრო მდგრადი და საიმედო უსაფრთხოების სივრცე სომხეთის გარშემო”, – ამბობს სურენ პაპიკიანი.

თავდაცვის სფეროში ახალი პარტნიორების ძიებაზე სომხეთმა განცხადება პირველად რამდენიმე თვის წინ განაცხადა.
“სომხეთი ეძებს ახალ პარტნიორებს, ვინაიდან მოსკოვმა არ შეასრულა მოკავშირის ვალდებულებები, განსაკუთრებით, აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღზე კონტროლის დამყარების პროცესში”, – ამის შესახებ The Wall Street Journal (WSJ)-თან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანის თქმივე, ამავე მიზეზით ამჟამად აღარ ხედავს რაიმე სარგებელს იმაში, რომ სომხეთში რუსული სამხედრო ბაზა არსებობდეს.

2023 წლის 19-20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ ჩატარებული “ანტიტერორისტული ოპერაციასა” და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებში სომხეთმა, კონკრეტულად კი ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთი და რუსი სამშვიდოებოები დაადანაშაულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი