ახალი ამბები

რატომ თქვა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა რუსულ კლუბში ტრანსფერზე უარი

29 იანვარი, 2024 • 1229
რატომ თქვა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა რუსულ კლუბში ტრანსფერზე უარი

რუსულ საფეხბურთო კლუბ „სოჭის“, რომელიც „გაზპრომის“ მიერ ფინანსდება, ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქვილითაიას შეძენა სურდა და  წელიწადში 700 000 ევროს ხელფასს სთავაზობდა, თუმცა ფეხბურთელმა უარი თქვა, ვინაიდან „რუსეთში თამაში არ სურს“, იტყობინება „ჯეო თიმი“.

ქვილითაია ამჟამად კვიპროსულ „აპოელში“ გამოდის და კონტრაქტი ოთხ თვეში უმთავრდება. ამის შემდეგ ან მოქმედ კლუბთან შეუძლია კონტრაქტის გახანგრძლივება, ან ნებისმიერ სხვა კლუბში უფასოდ გადასვლა.

ქვილითაიას აგენტმა, ირაკლი ლილუაშვილმა უთხრა რუსულ გამოცემა „ერ-ბე სპორტს“, რომ მათ „სოჭის“ შეთავაზება მართლაც მიიღეს, თუმცა უარი თქვეს იმიტომ, რომ „არის სხვა კარგი ვარიანტებიც, რაც ძირითადი მიზეზია“. რაც შეეხება შეთავაზებულ ხელფასს, ლილუაშვილმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

30 წლის ქვილითაია მესამე წელს ატარებს „აპოელში“. ამ სეზონში მის ანგარიშზე ხუთი გატანილი გოლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი