ახალი ამბები

გიორგი ტუღუშის ბრიფინგი

21 სექტემბერი, 2010 •
გიორგი ტუღუშის ბრიფინგი

დღეს, 21 სექტემბერს, 12 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში გამართავს ბრიფინგს ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშთან დაკავშირებით. ანგარიში ასახავს კომიტეტის საქართველოში რიგით მეოთხე გეგმიური ვიზიტის (2010 წლის 5–15 თებერვალი) შედეგებს და შეფასებებს.

წამების პრევენციის კომიტეტი არის ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციით შექმნილი ორგანო, რომელიც ახორციელებს ვიზიტებს წევრ სახელმწიფოთა თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ადგილებში წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ფაქტების აღკვეთის და პრევენციის მიზნით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი