ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი PACE-სთან თანამშრომლობას აჩერებს

25 იანვარი, 2024 • 1007
აზერბაიჯანი PACE-სთან თანამშრომლობას აჩერებს

აზერბაიჯანის დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის [PACE] სხდომა დატოვა და სტრუქტურა ორმაგ სტანდარტებში  და აზერბაიჯანში მიმდინარე საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.

საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვას ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიტიპატიმართა რიცხვის ზრდის, ასევე, თებერვალში საპრეზიდენტო არჩევნებზე PACE-ს დელეგაციის მიწვევაზე უარის გამო.

აზერბაიჯანის დელეგაციის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ “აზერბაიჯანოფობიისა და ისლამოფობიის” ფონზე, აზერბაიჯანის დელეგაცია ამ ეტაპზე “გადაწყვეტილებას იღებს, შეაჩეროს თანამშრომლობა და დასწრება PACE-ში”.

PACE-ს 24 იანვრის რეზოლუციის პროექტში წერია, რომ ევროსაბჭოს წევრობისას, აზერბაიჯანი იღებდა ვალდებულებას დაეცვა ორგანიზაციის წევრ ქვეყანაზე დაკისრებული ვალდებულებები, თუმცა არ შეასრულა. საუბარია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, პოლიტპატიმრებზე, საკანონმდებლო ხელისუფლების სისუსტეზე, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის საკითხებზე. ამასთან, საუბარი შეეხებოდა ლაჩინის დერეფანში ადამიანის უფლებების დარღვევასა და 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის “სამხედრო ოპერაციაზე” მთიან ყარაბაღში.

მასალების გადაბეჭდვის წესი