ახალი ამბები

ლაფანყურში კაცმა სამი თანასოფლელი დაჭრა – შსს

22 იანვარი, 2024 • 748
ლაფანყურში კაცმა სამი თანასოფლელი დაჭრა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაფანყურში 44 წლის კაცმა სამი თანასოფლელი დაჭრა. პოლიციამ ის უკვე დააკავა. უწყების ცნობით, კაცი წარსულში ნასამართლევია.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სამი თანასოფლელი: 1991 წელს დაბადებული გ.ჯ., 1975 წელს დაბადებული გ.თ. და 1993 წელს დაბადებული ქ.ქ. დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ამოღებულია იარაღი, რომლითაც, სავარაუდოდ, დანაშაულია ჩადენილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას. ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი