ახალი ამბები

ესტონეთში რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით უნივერსიტეტის პროფესორი დააკავეს

16 იანვარი, 2024 •
ესტონეთში რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით უნივერსიტეტის პროფესორი დააკავეს

ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი, რუსეთის მოქალაქე ვიაჩესლავ მოროზოვი სამართალდამცავებმა ესტონეთის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება ადგილობრივი გამოცემა Err.

მოროზოვი სამი იანვრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება – გამოძიების განცხადებით, თავისუფლებაზე დარჩენის შემთხვევაში, მას მიმალვა ან დანაშაულების ჩადენის გაგრძელება შეეძლო. საქმის დეტალებზე სამართალდამცავი უწყებები არ საუბრობენ.

ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის დირექტორის, მარგო პალოსონის განცხადებით, აგრესორი სახელმწიფოს [რუსეთის] სადაზვერვო ინტერესები მაღალ დონეზეა.

„ეს საქმე ათეულობით წინა ასეთი საქმის გაგრძელებაა და აჩვენებს რუსული სპეცსამსახურების ძალისხმევას, ესტონეთის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მეცნიერებაში შემოიჭრნენ“, – ამბობს იგი.

უნივერსიტეტის ცნობით, ბრალდების წარდგინების შემდეგ მოროზოვთან საქმიანი ურთიერთობა შეწყდა. დაკავებული პროფესორი 2010 წლამდე სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა, ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობის მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი