საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე მოძრაობა შეზღუდულია. მიზეზი არის ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოწოლილი მიწის მასა.
უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული ტექნიკა მუშაობს, რათა მოძრაობა რაც შეიძლება მალე სრულად აღდგეს.