ახალი ამბები

გარდაიცვალა ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი

8 იანვარი, 2024 •
გარდაიცვალა ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი

78 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი. დღეს ამის შესახებ ინფორმაცია, გერმანული სააგენტოების ცნობით, მისმა ოჯახის წევრებმა გაავრცელეს:

“დიდი მწუხარებით გაუწყებთ, რომ ჩემი მეუღლე და ჩვენი მამა, ფრანც ბეკენბაუერი გუშინ, კვირას, მშვიდად გარდაიცვალა ძილში, ოჯახის წევრების გარემოცვაში”.

1974 წელს ფრანც ბეკენბაუერმა გერმანიის ნაკრებთან ერთად კაპიტანის რანგში მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, 1990 წელს კი მთავარი მწვრთნელის რანგში აწია მსოფლიო ჩემპიონატის თასი. 1972 წელს ნაკრებთან ერთად მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონატიც.

საკლუბო კარიერაში მიუნხენის ბაიერნთან ერთად მოგებული აქვს ევროპის თასების მფლობელთა თასი (1967) და ევროპის თასი (1974, 1975, 1976).

ფრანც ბეკენბაუერი ერთადერთი მცველია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული ოქროს ბურთი (1972, 1976).

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი