ახალი ამბები

რუსთაველზე, შენობიდან შუშა ჩამოვარდა და ავტობუსის კონტროლიორს დაეცა

28 დეკემბერი, 2023 • 1156
რუსთაველზე, შენობიდან შუშა ჩამოვარდა და ავტობუსის კონტროლიორს დაეცა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აზარიანცის სახლიდან შუშა ჩამოვარდა და ავტობუსის კონტროლიორს დაეცა. იგი თავის არეში მიღებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისის მერიის ინფორმაცით, კონტროლიორის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. უწყების ცნობით, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მუდმივ კომუნიკაციაშია მასთან.

28 დეკემბერს, დილიდან თბილისში ძლიერი ქარია, რამაც სხვადასხვა პრობლემა შექმნა: წაქცეულია ხეები და ბანერები, დაიმტვრა ხის ტოტები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და საახალწლო განათებები. ასევე, რამდენიმე კერძო სახლს ქარმა სახურავი გადახადა. თბილისის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე წაქცეული ხე ავტომობილს დაეცა და დააზიანა. ძლიერმა ქარმა თბილისში, იუსტიციის სახლის სახურავის ნაწილიც დააზიანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი