ახალი ამბები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ზურა ნიჟარაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

28 დეკემბერი, 2023 • 1015
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ზურა ნიჟარაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ზურა ნიჟარაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

როგორც ზურა ნიჟარაძის ადვოკატმა ნინო ლალიაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, საპროცესო შეთანხმების პირობებით, ნიჟარაძეს 1 წლის ციხეში გატარება მოუწევს, 3 წელი პირობით სასჯელს მოიხდის. ასევე, საპროცესო შეთანხმებით, ზურა ნიჟარაძეს 150 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრა.

ზურა ნიჟარაძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 ნოემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

ნიჟარაძის ბრალად ედება 1.4628 გრამი MDMA-ს, 0.000105 გრამ LSD-სა და 4.76617 გრამი კეტამინის ჯგუფის ფსიქოტროპული ნივთიერებების ფლობა.

ნიჟარაძეს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-6 ნაწილებით და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით. წარდგენილი მუხლები გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას, რაც ჯამში, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი