ახალი ამბები

15 წლის მოზარდმა იმშობიარა, დაწყებულია გამოძიება

27 დეკემბერი, 2023 • 886
15 წლის მოზარდმა იმშობიარა, დაწყებულია გამოძიება

ხაშურში 15 წლის მოზარდმა იმშობიარა, იტყობინება ადგილობრივი გამოცემა „მოზაიკა“.

გამოცემის ცნობით, არასრულწლოვანი  27 კვირის ორსული იყო, როდესაც ხაშურის ერთ-ერთ თავშესაფარში მიიყვანეს.

შსს-ში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით – სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი