ახალი ამბები

ISW: რუსეთმა უკრაინაში კონვენციით აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენა

25 დეკემბერი, 2023 • 629
ISW: რუსეთმა უკრაინაში კონვენციით აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენა

რუსულმა ძალებმა უკრაინელების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რაც საერთაშორისო კონვენციის დარღვევას წარმოადგენს, იტყობინება „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ [ISW].

23 დეკემბრის ანგარიშში ISW წერს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მიზანმიმართულად მოხდა რუსული შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითების 810-ე ბრიგადის მიერ. ანალიტიკოსების ცნობით, ამის დასტურია თავად ბრიგადის ტელეგრამ-არხში გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც „ტაქტიკის რადიკალურ ცვლილებაზეა“ საუბარი. ამავე არხში გამოქვეყნებულია ვიდეო, რომელზეც დრონიდან უკრაინელთა პოზიციაზე ყუმბარის ჩაგდებას ასახავს.

ISW-ის ანალიტიკოსების განცხადებით, ვიდეოზე როგორც ჩანს, ნაჩვენებია K-51 ტიპის აეროზოლის ყუმბარის გამოყენება, რომელიც შეიცავს ქლორბენზალმალონდინიტრილს, ანუ ცრემლსადენ გაზს, რომლის გამოყენებაც იკრძალება კონვენციით ქიმიური იარაღის შესახებ. რუსეთი ამ კონვენციის ხელმომწერია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ იგივე იარაღი უკრაინელთა წინააღმდეგ რუსეთმა 2022-ის ნოემბერშიც გამოიყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი