ახალი ამბები

საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

23 დეკემბერი, 2023 • 3814
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, 23 დეკემბერს, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 09:26 საათზე, თელავიდან 30 კილომეტრის დაშორებით, კურორტ თორღვას აბანოსთან მოხდა.

მიწისძვრის სიმძლავრე 4.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი