ახალი ამბები

მალხაზ ასათიანი ლონდონის „არსენალში“ არ გავყიდე – მოსკოვის „ლოკომოტივის“ პრეზიდენტი

22 დეკემბერი, 2023 • 1657
მალხაზ ასათიანი ლონდონის „არსენალში“ არ გავყიდე  – მოსკოვის „ლოკომოტივის“ პრეზიდენტი

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი პრეზიდენტის, ვალერი ფილატოვის თქმით, ქართველი ფეხბურთელით, მალხაზ ასათიანით იმ დროს ერთ-ერთი წამყვანი კლუბი, ლონდონის „არსენალი“ იყო დაინტერესებული.

საბოლოო ჯამში, ასათიანი „არსენალში“ ვერ გადავიდა. როგორც ფილატოვი ამბობს, მაშინ მისი გაშვება არ სურდა, თუმცა ახლა „ლოკომოტივის“ ყოფილი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ შეცდომა დაუშვა და „დამნაშავეა მალხაზის წინაშე“.

„როცა [ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტმა] ზურაბ ხინიკაძემ მითხრა, რომ „არსენალი“ ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებდა, [ვუთხარი], „არაა საჭირო, მოდი, მოვიცადოთ-მეთქი“… ასათიანზე დაცვის ცენტრი იდგა, არ მინდოდა ასეთი მოთამაშის დაკარგვა და არ გავყიდე. ეს ჩემი შეცდომაა. მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ“, – ციტირებს ფილატოვს „სპორტ-ექსპრესი“.

მისივე თქმით, „არ შეიძლება ბედი დაუნგრიო მოთამაშეს, რომელსაც ახალ დონეზე გასვლის შანსი ეძლევა“.


მალხაზ ასათიანი (დ. 1981) ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ცენტრალური მცველის ან საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. იგი გამოდიოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში; ასევე, ქუთაისის „ტორპედოში“ (1999-2003) და მოსკოვის ლოკომოტივში (2003-10). ერთი წელი, იჯარის წესით, კიევის „დინამოშიც“ გაატარა (2008-09).

მასალების გადაბეჭდვის წესი