ახალი ამბები

უკრაინა ერთ დღეში სამი რუსული სუ-34-ის ჩამოგდებაზე იუწყება

22 დეკემბერი, 2023 •
უკრაინა ერთ დღეში სამი რუსული სუ-34-ის ჩამოგდებაზე იუწყება

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ 22 დეკემბერს სამი რუსული თვითმფრინავი სუ-34 გაანადგურა.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი მიკოლაი ოლეშუკი ამბობს, რომ თვითმფრინავები სამხრეთის [ზაპორიჟიე, ხერსონი] ფრონტზე ჩამოაგდეს.

„22 დეკემბრის ღამით ჩამოგდებული [დრონის] შაჰედის ნაგლეჯზე მივიღეთ ოკუპანტთა გზავნილი – „მოკვდით, ბო**ბო“. კარგი იდეაა! აი, ჩვენი პასუხიც! დღეს, შუადღისით, სამხრეთის ფრონტზე მინუს სამი რუსული გამანადგურებელი-ბომბდამშენი სუ-34! მუდმივ ფრენას გისურვებთ, „ძმებო!“, – ციტირებს მას „უკრაინსკა“ პრავდა.

სუ-34 საბჭოთა დროს შექმნილი მრავალფუნქციური, ჰიპერბგერითი თვითმფრინავია და ფრონტიდან 600 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია დარტყმების განხორციელება, ძლიერი წინააღმდეგობის ფონზეც. რუსული ჯარი მას 2014 წლიდან იყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი