ახალი ამბები

მსახიობ ვინ დიზელს ყოფილი თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

22 დეკემბერი, 2023 • 1205
მსახიობ ვინ დიზელს ყოფილი თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ამერიკელ მსახიობს ვინ დიზელს ყოფილი თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. BBC-ის ინფორმაციით, ასტა იოჰანსონმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. ქალი უჩივის როგორც პირადად მსახიობს, ისე კომპანია One Race Films-ს.

სარჩელის მიხედვით, შემთხვევა 2010 წელს, “Fast & Furious 5-ის” გადაღებების დროს მოხდა. ქალი აღნიშნავს, რომ ძალადობიდან რამდენიმე საათში კომპანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა.

BBC ავრცელებს დეტალებს იჰანსონის სარჩელიდან. მაგალითად, როგორც ქალის ამბობს, დიზელმა უგულებელყო მისი მკაფიო უარი და თანხმობის არარსებობის მიუხედავად მასზე ფიზიკური ძალის გამოყენებით სექსუალურად იძალადა.

“იოჰანსონი თავს დაუცველად გრძნობდა, თვითშეფასება დაკარგა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა საკუთარ უნარებს”, – წერია სარჩელში.

იოჰანსონის ადვოკატის განცხადებით, ქალს სურს, “დაეკისროს პასუხისმგებლობა ვინ დიზელსა და მათ, ვინც საშუალება მისცა, დაეფარა სექსუალური ძალადობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი