ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთმა “Sputnik Армения”-ს რადიომაუწყებლობა 30 დღით შეაჩერა

21 დეკემბერი, 2023 • 1195
სომხეთმა “Sputnik Армения”-ს რადიომაუწყებლობა 30 დღით შეაჩერა

სომხეთში რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება რუსული მედიის ფილიალის სომხეთში შეჩერების შესახებ გამოიყურება დათმობად მათ მიმართ, ვისაც რუსეთსა და სომხეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობების გახლეჩა სურთ.

საელჩოში ასევე აცხადებენ, რომ სომეხ მსმენელს აქვს უფლება, საინფორმაციო წყაროს საკუთარი არჩევანი ჰქონდეს.

სომხეთის ტელე-რადიო ეროვნულმა კომისიამ ერთი თვით შეუჩერა ლიცენზია რადიოსადგურ “ტოსპას”, რომელიც “Sputnik Армения”-ს გადაცემებს ტრანსლირებს. მედიარეგულაციის უწყებამ ასევე დააჯარიმა რადიო “ტოსპა” 500 ათასი დრამით [დაახლოებით, 1 200$].

კომისიის ცნობით, გადაწყვეტილება უკავშირდება გადაცემას “პარასკევი ტიგრან კეოსაიანთან” [ტიგრან კეოსაიანი მარგარიტა სიმონიანის ქმარია], სადაც ავტორმა, სომხური მხარის ცნობით, “ქვეყნისა და ერის პატივისა და ღირსების ირონიული და დამამცირებელი გამონათქვამები დაუშვა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი